ტრენინგის მეორე დღე
დღეს 16 ოქტომბერია. ტრენინგის მეორე დღე. შემართებით შევუდექით მუშაობას. შევქმენით ელექტრონული საქაღალდე. ავირჩიეთ მოსამზადებელიპროექტის თემა. გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, პროექტის ნიმუშს,ასევე პროექტის ბუკლეტის ნიმუშს და ვიმუშავეთ ინდივიდუალურ ბუკლეტებზე.ტექსტზე მუშაობისას გავეცანით როგორ უნდა მოვნიშნოთტექსტში ფრაზები ფერებით . მივიღეთ საშინაო დავალება: მოვამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი ჩვენი პროექტის შესახებ და შევავსოთ გეგმის შაბლონის ნაწილი.
ეს დღეც ნაყოფიერი იყო. ვეჩვევი ამ რეჟიმში მუშაობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий