суббота, 14 ноября 2015 г.

სიღრმისეულად შევისწავლე  პროექტის დაგეგმვა. პროექტისათვის ვისწავლეთ  მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა. ბლოგზე და დრაივზე მასალის გამოქვეყნება. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი  ტექნოლოგიებით  სწავლებაში, რაშიც დაგვეხმარა ჩვენი ტრენერი  ლილი ზოიძე.  დიდი მადლობა მას ამისათვის.

დღე მეცხრე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. ძალიან საინტერესო გამოდგა  დღევანდელი დღე  იმ თვალსაზრისით, რომ მოეწყო პრეზენტაცია.  საინტერესო იყო სხადასხვა ნამუშევრების  დათვალიერება. უამრავი იდეა დაიბადა. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

понедельник, 9 ноября 2015 г.

დღე მერვე

გავეცანით შეფასების დაგეგმვას მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის, შეფასების გეგმას და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას. ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება. ვნახოთ  ფინალში  რა  იქნება. 

суббота, 7 ноября 2015 г.

დღე მეშვიდე

განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შეფასების დაგეგმვის ცხრილის შევსება

воскресенье, 1 ноября 2015 г.

მეხუთე და მეექვსე დღე

     მეხუთე დღეს  განვიხილეთ  მომზადებული  პრეზენტაციები, მივიღეთ შესაბამისი მითითებები  და დავიწყეთ  მუშაობა დროში გაწერილი  შეფასების გეგმაზე,  ვისწავლეთ  ჰიპერბმული  და  მასალის  ფაილის სახით მიმაგრება.  გავეცანით საავტორო უფლებებს.
     მეექვსე დღესვისწავლეთ:  მოსწავლის თვალით შექმნილი პრეზენტაცია,  საავტორო უფლებების დაცვისათვის ლინკების გამოყენება,  გამოყენებული აქტივობების შეფასება.  საკმაოდ საინტერესო ხდება  ტრენინგი,  რა იქნება ბოლოს?  ძალიან მომწონს ტრენერის მიდგომა
ავტვირთე პრეზენტაცია

воскресенье, 25 октября 2015 г.

დღე მეოთხე

განვიხილეთ დავალებები.  მივიღეთ მითითებები და გადავედით  შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე. განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები,  ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა.დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
შევქმენით  ბუკლეტი  და განვათავსეთ  ბლოგზე.

суббота, 24 октября 2015 г.

მესამე დღე

     დღე  დავიწყეთ  ბუკლეტების და  გეგმის   განხილვით, რომელიც უნდა შეგვევსო გარკვეულ პუნქტამდე.  მივიღეთ შესაბამისი მითითებები და გადავედით მეორე მოდულის განხილვაზე,  სადაც დეტალურად და კონკრეტულად განვიხილეთ  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,  განახლებული ბლუმის ტაქსონომია,   პორტფოლიოს  რუბრიკა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.  დღე საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი იყო.

пятница, 16 октября 2015 г.



ტრენინგის მეორე დღე

   დღეს 16  ოქტომბერია. ტრენინგის მეორე დღე. შემართებით შევუდექით         მუშაობას.  შევქმენით  ელექტრონული საქაღალდე. ავირჩიეთ მოსამზადებელიპროექტის თემა.  გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, პროექტის ნიმუშს,ასევე პროექტის    ბუკლეტის  ნიმუშს და ვიმუშავეთ ინდივიდუალურ ბუკლეტებზე.ტექსტზე მუშაობისას გავეცანით   როგორ უნდა მოვნიშნოთტექსტში ფრაზები ფერებით .   მივიღეთ საშინაო დავალება:  მოვამზადოთ საინფორმაციო  ბუკლეტი ჩვენი  პროექტის შესახებ  და შევავსოთ გეგმის შაბლონის  ნაწილი.                                                  
            ეს დღეც ნაყოფიერი იყო. ვეჩვევი ამ რეჟიმში  მუშაობას.                                              

ტრენინგის  პირველი დღე

დღეს   14  ოქტომბერია,  ტრენინგის პირველი დღე.  ტრენინგი დავიწყეთ  გაცნობით.  მასწავლებლები წყვილებში  გავეცანით ერთმანეთს და შემდეგჯგუფს  წარვუდგინეთ ერთმანეთი.  გაგვეცნო ტრენერი.  მან  ისაუბრა  იმის შესახებ,  რომ  პროექტი არის ნაშრომი, რომელიც   მოსწავლეს ჩამოუყალიბებს  კვლევის, ანალიზის და სინთეზის  ელემენტებს. ასევე  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევებს.  ტრენერმა  გაგვაცნო  პროექტებით სწავლების გზამკვლევი, კურსის რესურსები. შევქმენით საკუთარი ბლოგები კურსისთვის.  ტრენინგი ძალიან მომეწონა.